fbpx
კრიმინალი

“საბერძნეთში 2.500 ევროდ წაგიყვანთ, პასპორტებს აიღებთ და გზად არავინ შეგაწუხებთ” – დაუჯერებელი განცხადება ფეისბუქზე

საბერძნეთში ძალიან ხშირად ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხელშემწყობი პირების დაკავება, როდესაც მათ ემიგრანტები უკანონოდ შემოჰყავთ ქვეყანაში და ცხადია, ისინი დანაშაულის დამალვას საგულდაგულოდ ცდილობენ. თუმცა, ამ შემთხვევაში საქმე უცნაურ ინციდენტთან გვაქვს. ერთ-ერთი მამაკაცი განცხადების ფეისბუქზე გამოქვეყნებასაც არ მოერიდა და მსურველებს იწვევდა.

როგორც “რეკლამაში” წერდა, ის სირიიდან საბერძნეთში მსურველებს ევროსის გავლით შემოიყვანდა, თანაც ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, გზად არავინ შეაწუხებდათ და პარალელურად პასპორტებსაც კი აიღებდნენ. საბოლოოდ თესალონიკში ან ათენში აღმოჩნდებოდნენ, სურვილის შესაბამისად.

მგზავრობის ფასი 2.500-დან 3.500 ევრომდე მერყეობს.

მსგავსი მცდელობები უმეტესად ავარიებით მთავრდება, როდესაც საპატრულო პოლიცია ეჭვს იღებს და მანქანას ედევნება, რომლითაც არალეგალი იმიგრანტები გადმოჰყავთ. შედეგად ან არის მსხვერპლი ან გადმომყვანი პირი გარბის და ყველანაირ პასუხისმგებლობას იხსნის მათზე, ვისგანაც ათასობით ევრო აიღო.

იხილეთ სპეციალური სიუჟეტი:

onalem

ტესტ