fbpx
საზოგადოება

მეტეორადან ტურისტი ქალი გადმოვარდა – მას თითქმის ყველა ძვალი გატეხილი აქვს

ინციდენტი დღეს, დაახლოებით 12:00 საათზე,მეტეორას კლდეზე მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალი მეტეორას ულამაზესი ხედების გადაღებას ცდილობდა, როდესაც ბალანსი დაკარგა და კლდიდან გადავარდა.

ამავე წყაროს ცნობით, ის ამერიკელი ტურისტია და 79 წლის არის.

ქალი დაუყოვნებლივ ტრიკალას საავადმყოფოში გადაიყვანეს და როგორც ექიმებმა განაცხადეს, მას მრავლობითი მოტეხილობები აქვს, სხეულის ყველა ნაწილი დაზიანებულია. თუმცა, მისი ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი არ არის.

ერთადერთი რაზეც ექიმები ღელავენ ქალის ასაკია, რადგან ხანში შესული ადამიანის ძვლების გამთელების პროცესი გაცილებით დიდ დროს მოითხოვს, ამიტომ მისი რეაბილიტაცია გრძელვადიანი იქნება.

 

 

onalem

ტესტ