fbpx
კრიმინალი

ათენი: პოლიცია მოსახლეობას აფრთხილებს – ქალებზე თავდასხმის ორი ახალი შემთხვევა

საბერძნეთის პოლიცია თავდასხმის ორი შემთხვევის შესახებ იუწყება, რომელიც ათენში გუშინ მოხდა. საუბარია სხვადასხვა უბნებზე, მაგრამ ვარაუდობენ, რომ დამნაშავეები ერთი და იგივე კრიმინალური დაჯგუფებიდან არიან, რადგან მათ მიერ დადგმული სცენები ერთმანეთს ჰგავს, თანაც ისინი ირჩევენ მხოლოდ ქალებს. რა ხერხით ცდილობენ ხალხის გაძარცვას და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ?!

გავრცელებული ინფორმაციით, ორივე შემთხვევა დღისით, პალეო ფალიროსა და ვირონას ტერიტორიებზე მოხდა. დამნაშავეები წინასწარ შორიდანს არჩევდნენ მსხვერპლს, შემდეგ დადგმული სცენით ადუნებდნენ მათ ყურადღებას და როცა არ ელოდნენ, ართმევდნენ ყველაფერ ძვირფასს, რაც კი იმ დროს თან ჰქონდათ.

პალეო ფალიროში მსხვერპლი 35 წლის ამერიკელი ქალი აღმოჩნდა, რომელსაც ბრილიანტის ყელსაბამი ჩამოგლიჯეს, ხოლო ვირონაზე 45 წლის ქალი მცირეწლოვან შვილთან ერთად მიდიოდა, როდესაც უკნიდან უცხო ენაზე საუბრისა და ტირილის ხმა შემოესმა. როცა მიტრიალდა, რათა გაეგო, ვის რა უჭირდა, სწორედ ამ დროს დაესხა თავს მამაკაცი, რომელმაც ასფალტზე დააგდო და ჩანთა წაართვა. მძარცველს გაქცევისას ტაქსი დაეჯახა, თუმცა, ის ამანაც ვერ შეაჩერა და რამდენიმე წუთში იქ მოტოციკლი გაჩნდა, რომლითაც თანამზრახველმა მოაკითხა და ორივე უკვალოდ გაქრა.

პოლიცია მათ ამ დრომდე ეძებს, ხოლო ფალიროში ქალზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.

სამართალდამცავები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ნუ მიაქცევენ ყურადღებას მსგავს სცენებს, რომლებითაც თაღლითები ყურადღების მიპყრობას, შემდეგ კი ძარცვის მარტივად განხორციელებას ახერხებენ.

 

onalem

ტესტ