fbpx
კრიმინალი

ათენი: ორმა ქართველმა ახალი წლის ღამეს სახლის გაძარცვა სცადა – დაღუპულია ერთი მათგანი

ინფორმაციას ბერძნული მედია საშუალებები ავრცელებენ. 31 დეკემბერს, 23:00 საათის შემდეგ, ათენში, აბელოკიპის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში საქართველოს ორი მოქალაქე ძარცვის მიზნით შეიჭრა.

როგორც ირკვევა, მეზობლებმა მათი ხმა გაიგეს და მაშინვე პოლიცია გამოიძახეს, რამაც მძარცველები დააფრთხო და გაქცევა ფანჯრის გამტვრევის საშუალებით სცადეს. შედეგად ერთ-ერთი მათგანი ფატალურად დაშავდა.

იმ მომენტისთვის ორივე გაიქცა, თუმცა, პოლიციამ მათი დაკავება კორპუსიდან დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით შეძლო და ორივე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების ძალისხმევის მიუხედავად საქართველოს ერთი მოქალაქე დაზიანებებისგან დაიღუპა, მეორე კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

წყარო: https://www.protothema.gr/greece/article/960720/abelokipoi-diarriktis-skotothike-stin-prospatheia-tou-na-diafugei/

https://www.kathimerini.gr/1058478/article/epikairothta/ellada/ampelokhpoi-diarrhkths-skotw8hke-sthn-prospa8eia-toy-na-diafygei

onalem

ტესტ