fbpx
საზოგადოება

ათენი: როგორ იმუშავებს საჯარო ტრანსპორტი დღეს და ხვალ?!

ათენში ჯერ კიდევ სადღესასწაულო პერიოდია, რის გამოც საჯარო ტრანსპორტი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს არ დაბრუნებია.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, 2 იანვარს და ხვალ, 3 იანვარს, ავტობუსები და ტროლეიბუსები იმოძრავებენ განსხვავებული განრიგით, გამოივლიან ყოველ 20-25 წუთში ერთხელ.

რაც შეეხება 6 იანვარს, იმოქმედებს კვირა დღის განრიგი, იმოძრავებენ 30-40 წუთში ერთხელ.

რაც შეეხება ელექტრო მატარებელს (ე.წ. ტრენო) დღეს და ხვალ იმოძრავებს ყოველ 10.5 წუთში ერთხელ, ხოლო 4, 5 და 6 იანვარს ყოველ 12.5 წუთში ერთხელ.

მეტროს მე-2 და მე-3 ხაზი იმოძრავებს ყოველ 7-10 წუთში ერთხელ.

 

 

 

 

onalem

ტესტ