fbpx
საზოგადოება

9 ბალიანი შტორმი, თოვლი და წვიმა საბერძნეთში – ამინდის საგანგებო პროგნოზი

მიუხედავად სინოპტიკოსთა წინასწარი პროგნოზებისა, კლიმატურმა ფენომენმა “ზინოვიამ” საბერძნეთში სერიოზული პრობლემები შექმნა. ამ დრომდე ქვეყნის მასშტაბით დაბალი ტემპერატურა ნარჩუნდება, რასაც თან ახლავს თოვლი და გადაუღებელი წვიმები.

ატიკის რეგიონში დღეს მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი და თოვლიანი წვიმა, მთიან უბნებში კი მოსალოდნელია თოვლი, ძირითადად რეგიონის დასავლეთითა და ჩრდიეთით. იქროლებს ქარი, რომლის ძალაც 5-დან 9 ბალამდე შეიძლება გაიზარდოს შუადღის საათებში.

ტემპერატურა 0-დან 9 გრადუსამდე იმერყევებს, ჩრდილოეთით მდებარე უბნებში კი 2-3 გრადუსით ნაკლები იქნება.

თესალონიკში წვიმა არ არის მოსალოდნელი, თუმცა, ჰაერი -3-დან 9 გრადუსამდეა ნავარაუდევი.

მაკედონია-თრაკიში ასევე -3-დან 9 გრადუსამდეა მოსალოდნელი.

ეპირუსი, დასავლეთ სტერეა, დასავლეთ პელოპონისო 3-დან 13 გრადუსამდე, ეპირუსში 4-დან 6 გრადუსამდეა მოსალოდნელი.

თესალია, აღმოსავლეთ სტერეა, ევია, აღმოსავლეთ პელოპონისო -2-დან 10 გრადუსამდე.

კიკლადესი, კრეტა ჰაერი 7-დან 13 გრადუსამდე გათბება.

 

onalem

ტესტ