fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: მღვდელმა ეკლესიიდან 140.000 ევრო მოიპარა და საზღვარგარეთ გაიქცა

პოლიციას აქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მღვდელმა საბერძნეთის საზღვრები უკვე დატოვა და თან 140. 000 ევრო წაიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, მღვდელი ტირნავოში მოღვაწეობდა და მისმა ამბავმა მთელი ლარისა მოიცვა. მან პანაგიას ტაძრიდან 140.000 ევრო მოიპარა და ეს ყველაფერი გუშინ გაიგეს, როცა ადგილზე მივიდნენ და თანხის საცავი გახსნეს.

ლარისას მიტროპოლია მის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს, რათა კვალზე გავიდნენ.

ცხადია, საქმეში ჩართულია პოლიცია და საფუძვლიანი ვარაუდის მიხედვით, რომელიც მათ ამჟამად აქვთ, მღვდელი საზღვარგარეთ იმყოფება და თანხაც თან აქვს.

 

onalem

ტესტ