fbpx
საზოგადოებაჯანმრთელობა

ხალხის ევაკუაცია ათენის Golden Hall-დან – საყიდლებზე ნამყოფ პირს კორონავირუსი დაუდგინდა

ათენის პოპულარულ სავაჭრო ცენტრში, Golden Hall, საყიდლებზე ნამყოფ ერთ-ერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. შესაბამისად, ინფორმაციის მიღებისთანავე მოხდა ხალხის ევაკუაცია და სავაჭრო ცენტრი დაიხურა.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დღეს შუადღეს გახდა ცნობილი და ემსახურება ცენტრში მომუშავე პირების და ყველა იმ ადამიანის უსაფრთხოებას, რომელიც იმ დროისთვის იქ იმყოფებოდა.

საბერძნეთის მთავრობა ცდილობს მიიღოს შესაბამისი ზომები და განიხილოს სხვა სავაჭრო ცენტრების მუშაობის საკითხიც.

onalem

ტესტ