fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

კატასტროფული მდგომარეობა თესალონიკში – შესაძლოა გაუქმდეს SMS-ით გადაადგილება და დაიკეტოს სკოლებიც

მთავრობის წარმომადგენლები საგანგებო შეხვედრას მართავენ, რომელიც თესალონიკში ახალი ზომების მიღებას უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი საბერძნეთი კარანტინშია, თესალონიკში არსებული კატასტროფული მდგომარეობის გამო, უკიდურესი ზომების მიღება ხდება საჭირო.

ირკვევა, რომ განიხილება დაწყებითი სკოლების დახურვის საკითხი, რომლებიც ამ დრომდე ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ. გარდა ამისა, იგეგმება თესალონიკელებისთვის გაუქმდეს SMS 13033-ზე და სრულიად აიკრძალოს გადაადგილება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.დაიშვება მხოლოდ ორი გამონაკლისი: სამსახური და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა.

პოლიცია იუწყება, რომ ადგილი აქვს ბევრ თაღლითობას, ხალხი გადაადგილდება სრულიად უმიზეზოდ, საბუთებით, რომლებიც შესაძლოა ერთმა ადამიანმა ამობეჭდოს და ბევრ სხვას დაურიგოს. საზოგადოების ნაწილს ჯერჯერობით არ აქვს გაცნობიერებული, თუ რა ვითარებაა ქალაქში.

ჩრდილოეთ საბერძნეთში დარჩენილია მხოლოდ 16 საწოლი უმძიმესი პაციენტებისთვის.

ოფიციალური გადაწყვეტილებები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

 

onalem

ტესტ