fbpx
საზოგადოება

ბერძნებმა ძვირადღირებული სასმელი და კერძები შეუკვეთეს და ყალბი ფულით გადაიხადეს

მედიის ინფორმაციით, დაკავებულია ორი ბერძენი ახალგაზრდა (ორივე 24 წლის), რომლებსაც ბრალი ყალბი ფულის გასაღებაში ედებათ.

ირკვევა, რომ ისინი ერთ-ერთ გასართობ დაწესებულებას ესტუმრნენ, ძვირადღირებული კერძები და სასმელი შეუკვეთეს, ბოლოს კი ანგარიში სამი ყალბი 50 ევროიანით გადაიხადეს. ბანკნოტები რომ ნამდვილი არ იყო, ამის გარკვევა მარტივად მოხდა, რადგან ზედ ეწერა “SAMPLE”.

დაწესებულების მენეჯერმა მაშინვე პოლიცია გამოიძახა და ორივე ბერძენი ადგილზე დააკავეს. ჩხრეკისას მათ კიდევ აღმოაჩნდათ 89 ცალი 50 ევროიანი, თითოეული ყალბი იყო და როგორც ჩანს, მათ “დახარჯვას” სხვაგან გეგმავდნენ.

 

onalem

ტესტ