fbpx
საზოგადოება

“როცა საკის რუვას ტუჩებში ვაკოცე, ჩემმა მეუღლემ თქვა “რა კარგია”” – ელენა პაპარიზუ

ელენა პაპარიზუს ტელეკომპანია ANT-ზე, ჟურნალისტმა, ნიკოს ხაძინიკოლაუმ საკუთარ გადაცემაში უმასპინძლა. ცნობილმა მომღერალმა ისაუბრა ბავშვობის წლებზე, მშობლებსა და თავის მეუღლეზე, რომელთანაც თითქმის იდეალური ურთიერთობა აქვს.

“ჩემი ბავშვობა შვედეთში ძალიან ტკბილი იყო, მაგრამ ჰქონდა თავისი სირთულეები. ძალიან ვგავარ მამაჩემს ხასიათით, მშრომელი ადამიანია. 13 წლის ასაკში არ მაძლევდნენ უფლებას, რომ მემღერა, ხოლო 17 წლის ასაკში უკვე თავს დაცულებად გრძნობდნენ, რადგან ნიკოს პანაიოტიდისთან ერთად ვიყავი. მთელი ცხოვრება მინდოდა, რომ მემღერა. თუმცა, ასევე მინდოდა, რომ ბავშვთა ფსიქოლოგი გამოვსულიყავი და მქონოდა რესტორანი. რესტორანში გავიზარდე, მიყვარს რომ ვამზადებ.

რაც შეეხება სექსუალურ შევიწროვებას, ეს ხდება ყველგან. წარმოუგდენლად შეწუხებული ვარ, მაგრამ მე ეს არ დამმართვნია. ჩემს გვერდით იყვნენ კაცები, რომლებიც მიცავდნენ. სკოლაში ჩემი საუკეთესო მეგობარი ვიღაცამ გააუპატიურა და მას შემდეგ ჩვენი ცხოვრება შეიცვალა. “

პაპარიზუმ თქვა, რომ ბოტოქსი ორჯერ აქვს გაკეთებული, მაგრამ თავს გამომწყვდეულივით გრძნობდა. ხოლო მეუღლესთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ანდრეა ძალიან პოზიტიური ადამიანია.

“ანდრეა განქორწინებული იყო, მე კი თავისუფალი. გარეთ ერთად გავედით. არ აქვს არანაირი პრობლემა, რომ სექსუალურად ჩავიცვა. როცა საკის რუვას ტუჩებში ვაკოცე, თქვა “რა კარგია”. ძალიან დადებითი ადამიანია. მას არ მოსწონს საჯაროობა. ერთადერთი რაც ნეგატიური გვაქვს ის არის, რომ ორივე ეგოისტები ვართ. მე მასზე მეტად,” ამბობს პაპარიზუ.

onalem

ტესტ