fbpx
საზოგადოება

“საბერძნეთში ყველაფერი საათივით მუშაობს” – გერმანული მედია საბერძნეთში ვაქცინაციის პროცესზე წერს

“გერმანიაში ვაქცინაციისთვის ვიზიტის დასანიშნად ნამდვილი ქაოსია. კომპიუტერული სისტემა დატვირთვას ვერ უძლებს, სატელეფონო ხაზები გადატვირთულია. თუკი ვინმე ეძებს ვაქცინაციის სამაგალითო სისტემას, საბერძნეთში, საფრანგეთში, დანიასა და ისრაელში იპოვის. ამ ქვეყნებში სისტემა მუშაობს იდეალურად,” წერს გერმანული გამოცემა, Handelsblatt.

გაზეთში აღნიშნულია, რომ საბერძნეთში ვაქცინაცია უკვე 770.000 ადამიანს აქვს გაკეთებული, ხოლო 230.000-მა ადამიანმა უკვე მეორე დოზაც მიიღო. მთავრობის გეგმაა, რომ ზაფხულისთვის მოსახლეობის 80% იყოს ვაქცინირებული. პარალელურად, გერმანიაში აცრილია 3.3 მილიონი ადამიანი, ხოლო მეორე დოზა მიღებული აქვს მხოლოდ 1.7 მილიონს. აქ უნდა აღინიშნოს, რომ საბერძნეთს 11.7 მილიონიანი მოსახლეობა ჰყავს, გერმანიას კი 83 მილიონიანი.

“საბერძნეთში ყველაფერი საათივით მუშაობს. მოქალაქეთა უმეტესობას არაფრის გაკეთება არ სჭირდება, ისინი ინფორმირებულები არიან ერთი SMS-ის ან E-mail-ის საშუალებით. საბერძნეთში არ არსებობს გადატვირთული ხაზები,” წერს გერმანული მედია.

 

onalem

ტესტ