fbpx
საბერძნეთი

“ნუ ხართ უზრდელი” – ჟურნალისტის კითხვაზე გაცხარებულმა ალექსის კუგიამ იქაურობა დატოვა

ალექსის კუგია დღეს ჟურნალისტებთან გამოჩნდა და განაცხადა, რომ დიმიტრის ლიგნადისის საქმე არ შეიცავს იმდენად მდიდარ მასალას, როგორსაც მოელოდა. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო დღეების მანძილზე ისმის უამრავი ბრალდება, მოელოდა, რომ მოწმეთა ჩვენებები და მტკიცებულებები გაცილებით მეტი იქნებოდა.

კუგიამ თქვა, რომ საჯაროდ გამოვა კიდევ მას შემდეგ, რაც მასალებს მთლიანად წაიკითხავს და შეისწავლის. როცა ცნობილი ადვოკატი საუბრობდა, ჟურნალისტის კითხვებზე გაცხარდა:

“ნუ ამცირებთ ჩვენს საუბარს და ნუ იქნებით უზრდელი. ძალიან გთხოვთ, თუ გნებავთ, რომ საუბარი გავაგრძელოთ,” უპასუხა კუგიამ.

მიუხედავად ამისა, ჟურნალისტი კიდევ ჩაეკითხა, რის შემდეგაც ადვოკატმა იქაურობა უხეშად დატოვა.

onalem

ტესტ