fbpx
საბერძნეთი

არახოვა – საბერძნეთის საუკეთესო ზამთრის კურორტი

საბერძნეთში ზამთარი უკვე ახლოვდება და მზიანი დღეების შემდეგ, ალბათ, ფიქრობთ, ესტუმროთ მთიან რეგიონებს, დატკბეთ თეთრი, თოვლიანი ხედებით და ბუხართან შოკოლადი მიირთვათ. დიახ, წლის ეს სეზონი უკვე თითქმის აქ არის!

არახოვა საბერძნეთში ზამთრის ერთ-ერთი საუკეთესო კურორტია. ეს მთიანი სოფელი ცნობილია თავისი უნიკალური ბუნებით და ისტორიული ფონით. არახოვა ვიოტიაში, პარნასოს მთასთან მდებარეობს.

აქ სრულყოფილად არის განვითარებული ტურიზმი, რაც ადგილს სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის იდეალურს ხდის. თუმცა, ამის გარდა, არახოვაში უბრალოდ სეირნობაც კი უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ.

პარალელურად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სოფელი უდიდეს ისტორიას ინახავს. აქ ნახავთ უამრავ ეკლესიასა და მონასტერს, რომელიც იუნესკოს ისტორიული მემკვიდრეობის სიაშია შეყვანილი.

არახოვაზე რესტორნები და ტავერნები გთავაზობთ ტრადიციულ ბერძნულ კერძებს, იოგურტს, მშრალ ღვინოს, უგემრიელეს ხორცსა და ყველს. საუკეთესო ტავერნების სახელებია “პანაიოტა”, “არხონტიკო”, “კალპანისი”, “დასარგირის”.

onalem

ტესტ