fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“მთელი ღამე არ მეძინა, ერთმა წუთმა მათი ბედისგან მიხსნა” – ბერძენი, რომელიც ავიაკატასტროფას გადაურჩა

ბერძენი მამაკაცი, რომელიც ამჟამად უკვე განადგურებულ თვითმფრინავში არ აუშვეს, ჯერ კიდევ შოკურ მდგომარეობაშია. როგორც უკვე ცნობილია, ანტონის მავროპულოსი ეთიოპიური ავიახაზების ფრენიდან მოხსნეს, რადგან ის საეჭვო პირად მიიჩნიეს და სწორედ ასე გადაურჩა კატასტროფას, რომელსაც ბორტზე მყოფი თითოეული ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმფრინავი გუშინ დილით ჩამოვარდა, დაღუპულია 157 ადამიანი.

მავროპულოსი ΣΚΑΙ-სთან აღელვებული საუბრობს:

“სიმართლე რომ გითხრათ მთელი ღამე არ მიძინია, რადგან ძალიან ძნელია გააცნობიერო, რაც მოხდა და რაც დრო გადის, უფრო ვუახლოვდებით რეალობას. სიტუაცია ძალიან რთულია. იცი, რომ ის, რაც ხდება, ერთ-ერთია იმ სიტუაციებიდან, რომელმაც შენი ცხოვრება ნამდვილად შეცვალა. მეგობარმა მითხრა, რომ ცხოვრებისგან საჩუქარი მომეცა და დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ისე ვცხოვრობ, როგორც მინდა.

თვითმფრინავი 08:15 საათზე გაფრინდა, მე კი გასასვლელთან 08:03 საათზე მივედი. პროტესტი მქონდა, რომ ეს არ იყო ჩემი პასუხისმგებლობა და ისინი არ დამელოდნენ. მე ვხედავდი ბოლო მგზავრები შედიოდნენ, მაგრამ მე ვერაფერს ვაკეთებდი, რადგან გასასვლელი დახურეს.”

იხილეთ სრული ინტერვიუ:

onalem

ტესტ