fbpx
საბერძნეთი

თანხა საბერძნეთის მთავრობისგან პროდუქტების შესაძენად 2024 წელსაც დაირიცხება – განაცხადის გაკეთება შეუძლიათ მათაც, ვისაც წინა ჯერზე უარი ეთქვათ

ბერძნული მედიის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში მთავრობის წარმომადგენლების მიერ ოფიციალურად გავრცელდება ინფორმაცია Market Pass-თან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ, ისევ დაირიცხება ჩვენს ანგარიშებზე და განაცხადის გაკეთება შეეძლებათ მათაც, ვინც წინა ჯერზე უარი მიიღო, გარკვეული მიზეზების გამო.

სავარაუდოდ, სუპერმარკეტისთვის განკუთვნილი თანხები კვლავ 6 თვის მანძილზე დაირიცხება 2024 წელსაც, ხოლო რაც შეეხება ბიუჯეტს, რომელიც გამოყოფილია სუბსუდურების ამ პროგრამისთვის, შეადგენს 100 მილიონ ევროს.

აღნიშნული პროგრამის გამოყენების შედეგად თანხების მიღება შესაძლებელი იქნება კვლავ ორი გზით, ან სპეციალური ბარათის მეშვეობით ან საბანკო ანგარიშის გამოყენებით.

წინა ჯერზე თანხის მინიმალური რაოდენობა, რომელიც თვის მანძილზე დაირიცხებოდა, 22 ევრო იყო, სავარაუდოდ, კვლავ იგივე მაჩვენებელი შენარჩუნდება. თანხები საბანკო ანგარიშებზე დაირიცხება ორჯერ, პირველად მთლიანად სამი თვის თანხა, ხოლო მეორე ჯერზე შემდეგი სამი თვის.

ოფიციალური ინფორმაცია გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გავრცელდება.

onalem

ტესტ