fbpx
საბერძნეთი

ქვეყნები, რომლებთანაც საბერძნეთი 1 ივლისიდან საზღვრებს არ ხსნის

როგორც უკვე ცნობილია, 1 ივლისიდან საბერძნეთის მასშტაბით მდებარე ყველა აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში ამუშავდება და ტურისტებს უმასპინძლებს.

Protothema.gr-ის ინფორმაციით, ქვეყნები, რომლებთანაც საბერძნეთი ავიამიმოსვლას არც 1 ივლისის შემდეგ არ აღადგენს არის:

ბრიტანეთი
შვედეთი
აშშ
რუსეთი
ისრაელი
კატარი
არაბეთის გაერთიანებული საამიროები
საუდის არაბეთი
ჩრდილოეთ მაკედონია.

აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ამ ქვეყნებში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას.

1 ივლისიდან საბერძნეთის პორტებიც სრული დატვირთვით იმუშავებს და მიიღებს სტუმრებს საზღვარგარეთიდან. საზღვაო გზით მიმოსვლა დაშვებულია იტალიასთანაც.

ოფიციალური ინფორმაციით, თითოეული ტურისტი, რომელსაც ვირუსი დაუდგინდება, კარანტინს გაივლის იმავე სასტუმროში, სადაც თავიდანვე დაბინავდება. ყველა სასტუმროში იარსებებს ის იზოლირებული სივრცე (ოთახები), სადაც მოთავსდებიან ტურისტები და ადგილობრივი დამსვენებლები იმ შემთხვევაში, თუკი კორონავირუსი დაუდგინდებათ. ანუ ეს ოთახები იქნება მხოლოდ მათ მიერ გამოყენებული.

ცხადია “ოთახი-კარანტინების” რაოდენობა დამოკიდებული იქნება კონკრეტული სასტუმროს ფართობზე. ყოველ 10 ოთახზე აუცილებლად უნდა მოდიოდეს 1 “კარანტინი-ოთახი” მაინც, 50-ზე მინიმუმ 2 და ა.შ.

ტურიზმის მინისტრი, ხარის თეოხარისი აცხადებს, რომ ინოვაცია ბერძნული ტურიზმის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და იმ ადამიანებისთვისაც კომფორტული იქნება, რომლებსაც კორონავირუსი აღმოაჩნდებათ, მაგრამ არ დასჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია. ისინი იმავე სასტუმროს “ოთახ-კარანტინში” მოთავსდებიან, სადაც ისვენებდნენ, ვიდრე პროტოკოლის შესაბამისად, 14 დღე გავა.

“ბერძნული ტურიზმის უსაფრთხო განახლება ახლა ჩვენი მთავარი მიზანი და პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ დღეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით უსაფრთხოების შეგრძნების გასაძლიერებლად,” ასეთი კომენტარი გააკეთა თეოხარისმა ახალ გადაწყვეტილებაზე.

onalem

ტესტ