fbpx
ჯანმრთელობა

ინფიცირების შემთხვევების მატება საბერძნეთში – დედა-შვილი კორონავირუსის გამო მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი

საბერძნეთში დღეს წინა ორ დღესთან შედარებით ინფიცირების შემთხვევათა მატება ფიქსირდება, დღეს გამოვლინდა კორონავირუსით დაავადების 22 შემთხვევა, გუშინ ეს რიცხვი 13-ს უდრიდა, ხოლო გუშინწინ 8-ს.

საერთო ჯამში ვირუსით ქვეყანაში 191 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო ინფიცირების 3.343 შემთხვევა ფიქსირდება.

უახლესი მონაცემებით, თესალონიკში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული დედა-შვილი, 83 წლის ქალაბტონი და მისი 53 წლის ვაჟი. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი მოხუცი არ არის, ისიც, დედასთან ერთად, მართვით სუნთქვაზეა შეერთებული.

ირკვევა, რომ 83 წლის ქალბატონი შვილიშვილებისგან დაინფიცირდა, რომელთაც სიმპტომები არ ჰქონდათ და შემდეგ ვირუსი ოჯახის სხვა წევრებს გადასდეს.

onalem

ტესტ