fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: ორი ემიგრანტი 14 წლის ბერძენი ბიჭის გატაცებას გეგმავდა – ორივე მათგანი დაკავებულია

ბერძნული მედია კიდევ ერთი სასტიკი დანაშაულის შესახებ იუწყება, რომლის ჩედენასაც საბერძნეთში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე გეგმავდა. ორივე მათგანი უკვე დაკავებულია და ილიასის პროკურატურაში არიან გადაყვანილი. მათ 30 ივნისამდე აქვს ოფიციალური ჩვენებების მიცემის ვადა.

ირკვევა, რომ ორი მამაკაცი, ძმები, წარმოშობით ბულგარეთიდან არის და 14 წლის ბერძენი ბიჭის გატაცებას გეგმავდა. ისინი ბავშვთან მივიდნენ და ცდილობდნენ დაერწმუნებინათ, რომ მისმა დედამ გააგზავნა და მათ უნდა გაჰყოლოდა. საბედნიეროდ, ბავშვმა მათი ტყუილი არ დაიჯერა და პოლიციისთვის მომხდარი მალევე გახდა ცნობილი, ოჯახის საშუალებით.

რამდენიმე ხანში მოხერხდა ორივე ემიგრანტის ვინაობის დადგენა და დაკავებისას მანქანაც ჩამოართვეს, რომლითაც ბიჭის გატაცებას აპირებდნენ.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა, სავარაუდოდ, მათ გატაცების შემდეგ თანხა უნდა გამოეძალათ.

onalem

ტესტ