fbpx
კრიმინალი

43 წლის მამაკაცი 14 წლის გოგონასთან ურთიერთობის ბრალდებით უკვე ციხეშია

გავრცელებული ინფორმაციით, მოსამართლემ მისი სასამართლო პროცესამდე დაკავება მოითხოვა. როგორც უკვე ცნობილია, 43 წლის ბერძენ მამაკაცს არასრულწლოვნებთან ურთიერთობა და სექსუალური კონტაქტის დამყარება ედება ბრალად. ამ ყველაფერს კი რამდენიმე დღის წინ მოსხატოში 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობა მოჰყვა.

ასევე გაირკვა, რომ გოგონას მშობლებმა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია პოლიციას მანამდე მიაწოდეს, ვიდრე მათი შვილი სიცოცხლეს მატარებლის რელსებში დაასრულებდა, თუმცა, ყველაფერი მაინც ფატალურად დასრუდა, რადგან მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მამაკაცთან დაშორების გამო, ძალიან შეირყა.

43 წლის მამაკაცი არაფერს უარყოფს, პოლიციას ცინიკურ ჩვენებებს აძლევს და დეტალურად ჰყვება, როგორ შეძლო ორი 14 წლის გოგონას ნდობის მოპოვება და მათი გრძნობებით თამაში, თუმცა, ხაზს უსვამს, რომ ეს ყველაფერი მოზარდების სურვილით ხდებოდა.

მას რამდენიმე მუხლით გაასამართლებენ და მოსალოდნელია, რომ უკაცრესი სასჯელით დაისაჯოს.

onalem

ტესტ