fbpx
საბერძნეთი

ბერძენი ქირურგი 36 წლის დიანა ბერიძის მკვლელობაში ერთხმად დამნაშავედ სცნეს

თესალონიკის ნაფიც მსაჯულთა სააპელაციო სასამართლომ ბერძენი ქირურგი 36 წლის დიანა ბერიძის მკვლელობაში დამნაშავედ ერთხმად სცნო. ამ დროისთვის ელოდებიან სასჯელის განსაზღვრას.

“ეს იყო ტრაგიკული სამედიცინო შეცდომა, რაზეც ძალიან ვწუხვარ. არ მქონია მისი მოკვლის განზრახვა. არ მქონია განზრახვა, რომ რაიმე ზიანი მიმეყენებინა დიანასთვის, მითუმეტეს, მომეკლა ის,” განაცხადა ბრალდებულმა სხდომის დაწყებისას.

როგორც უკვე ცნობილია, ბერიძის ოჯახი არ იზიარებს აზრს, რომ ეს სამედიცინო შეცდომა იყო. მათი ადვოკატი ცალსახად აცხადებს, რომ ეს იყო დაგეგმილი, განზრახ მკვლელობა:

“როცა ჩემი მეუღლე მოკლეს, სამივე ბავშვი არასრულწლოვანი იყო. ოჯახის მოსაზრება შემდეგია, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა, ფაქტები და დოკუმენტები სწორედ ამაზე მიუთითებს. მას გაუკეთეს წამლები, რომლებიც არ კეთდება ასეთი ოპერაციის  შემთხვევაში, შემდეგ კი შეიყვანეს იქ, სადაც არცერთ შემთხვევაში არ გადაჰყავთ პაციენტი,” ამბობდა დიანას მეუღლე პროცესზე.

 

onalem

ტესტ