fbpx
საბერძნეთი

ბერძენმა ახალგაზრდამ კრეტაზე ტავერნაში იტალიელი ტურისტი დახრჩობისგან იხსნა

შემთხვევა კრეტაზე, კერძოდ, ხანიაში მოხდა, სადაც ადგილობრივმა ახალგაზრდამ იტალიელი ტურისტი, ფაქტობრივად, სიკვდილისგან იხსნა.

როგორც ირკვევა, კოსტა მეგობარი გოგონას მამის ტავერნაში იმყოფებოდა და ყავას მიირთმევდა, როდესაც დაინახა, რომ იქვე მჯდომი ტურისტი საჭმლისგან იხრჩობოდა. ის დაუყოვნებლივ გაიქცა მისკენ და პირველადი დახმარება აღმოუჩინა, რასაც იმ მომენტში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

“პირველადი დახმარების გაწევა ვიცი, თავიდან ტავერნის მეპატრონე, ჩემი მეგობარი გოგონას მამაც მივიდა მის დასახმარებლად, მაგრამ სწორად ვერ გააკეთა, რაც საჭირო იყო. შემდეგ კი, მე მივედი და Heimlich-ის მეთოდი გამოვიყენე და გადავარჩინე,” ამბობს ახალგაზრდა.

აღსანიშნავია, რომ კოსტას კიდევ ორი იტალიელი ტურისტი ჰყავს გადარჩენილი ზღვაში დახრჩობას რამდენიმე დღის წინ.

onalem

ტესტ