fbpx
პოლიტიკა

მიცოტაკი და ერდოღანი ესპანეთში ერთ მაგიდას მიუსხდებიან – პირველი შეხვედრა კონგრესზე გამოსვლის შემდეგ

გავრცელებული ინფორმაციით, სამშაბათს კირიაკოს მიცოტაკი და რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ერთ მაგიდასთან მოხვდებიან. როგორც ირკვევა, ისინი ესპანეთში, კერძოდ, მადრიდში ესპანეთის მეფის მიერ გამართულ ვახშამს დაესწრებიან. შეხვედრაზე იქნებიან ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები.

თურქეთისა და საბერძნეთის პირველი პირები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან მას შემდეგ, რაც მიცოტაკი კონგრესზე სიტყვით გამოვიდა და შედეგად თურქული მხარისგან დიდი მრისხანება დაიმსახურა.

ამავდროულად, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს დღეს თავის სასახლეში კონსულტაციები ჰქონდა საგარეო საქმეთა მინისტრთან, ნიკოს დენდიასთან და ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, ნიკოს პანაიოტოპულოსთან. ორივე მაღალჩინოსანი მიცოტაკის თან ახლდება ესპანეთში, რათა წარადგინონ კონკრეტული პასუხები, თუ ერდოღანი საბერძნეთის კუნძულების “მილიტარიზაციის” საკითხს დააყენებს. ΣΚΑΙ იუწყება, რომ ბერძნულ მხარეს კარგად აქვს მომზადებული საკუთარი არგუმენტები და არ აპირებს უკან დახევას.

onalem

ტესტ