fbpx
საბერძნეთი

“მიბმულები იყვნენ როგორც საჭეზე, ასევე ერთმანეთზე” – თესალონიკში მომხდარი შემთხვევის დეტალები

ბერძნული მედია გარკვეულ დეტალებს ავრცელებს თესალონიკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

როგორც ირკვევა, გარდაცვლილები არიან 70 წლის ქალბატონი და 50 წლის მამაკაცი, პოლიცია ცდილობს გამოიძიოს, აქვთ თუ არა მათ რაიმე ნათესაური კავშირი, არიან თუ არა დედა-შვილი. არსებული ცნობებით, ქალის ვინაობა დაუდგენელია, მამაკაცის კი, ცნობილია.

ცხედრები უცნაურ პირობებში იპოვეს, ისინი საჭეზეც იყვნენ მიბმულები და ერთმანეთზეც. როგორც მოწმე ამბობს, დაინახა, როგორ გაჩერდა მანქანა, შემდეგ კი დიდი სიჩქარით დაიძრა და წყალში ჩავარდა. მათი სიკვდილის მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს, საქმეზე აქტიური გამოძიება მიმდინარეობს.

onalem

ტესტ