fbpx
პოლიტიკა

რუსეთი 8 ბერძენ დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს – ათენი მოსკოვის გადაწყვეტილებას “უსაფუძვლოს” უწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მოსკოვმა 8 ბერძენი დიპლომატი “არასასურველ პირად” გამოაცხადა და ქვეყნიდან აძევებს. მათ ზუსტად 8 დღე აქვთ, რომ რუსეთი დატოვონ.

Reuters-ის ცნობით, ლავროვი საბერძნეთის ელჩს დაუკავშირდა და ახსნა-განმარტებები მოსთხოვა იმ “კონფლიქტის” შესახებ, რაც საბერძნეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობს ბოლო დროს, ყოველ შემთხვევაში, რუსული მხარე ასე მოიხსენიებს მათ შორის ბოლოს განვითარებულ მოვლენებს. კონკრეტულად, ბერძენ ელჩს უნდა მიეცა ახსნა-განმარტებები ათენის მიერ კიევისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნასთან დაკავშირებით.

ბერძნული მხარის პასუხი აღნიშნულთან დაკავშირებით მყისიერი იყო და რუსეთის გადაწყვეტილებებს აბსოლუტურად “უსაფუძვლოს” უწოდებენ, ამასთან საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ ცალსახად აღნიშნავს, რომ ქვეყანა თავიდანვე იდგა იმ იდეის გზაზე, რასაც საერთაშორისო სამართლის და კანონის დაცვა ჰქვია.

onalem

ტესტ