fbpx
ემიგრაციაპოლიტიკა

“სირიზას” დროს საბერძნეთი იმიგრანტებისთვის სამოთხე იყო – “ასილო” ნიშნავს დაცვას!

მიგრანტთა და ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის თავშესაფრის სამსახურმა ინტერნეტში ატვირთა ვიდეო, რომელიც ქვეყანაში “სირიზას” მმართველობის დროს არსებულ ვითარებას აღწერს. ეს არის ძალიან ემოციური კადრები, თუ რას ნიშნავს, გქონდეს “თავშესაფრის” საბუთი, ე.წ. “ასილო” საბერძნეთში.

ვიდეო რამდენიმე ენაზეა მოცემული და მას შემდეგ გამოაქვეყნეს, რაც თურქეთი საზღვრების გახსნით დაიმუქრა.

“შენ ხარ საბერძნეთში, რომელიც ევროპაში მდებარეობს. შენი ასაკი ძალიან მნიშვენლოვანია. საბერძნეთში ბავშვად ითვლები, თუკი ხარ 18 წელს ქვემოთ. და ბავშვები, ისევე როგორც თინეიჯერები აქ დაცულები არიან. თქვი შენი ასაკის შესახებ სიმართლე. თუ გეშინია საკუთარ სახლში დაბრუნების, სთხოვე საბერძნეთის სახელმწიფოს თავშესაფარი. “ასილო” ნიშნავს დაცვას. მას შემდეგ, რაც ქვეყანა მოგანიჭებს თავშესაფარს, შენ სახლში აღარ დაბრუნდები,” ასეთია ვიდეოს შინაარსი.

შეგახსენებთ, რომ კირიაკოს მიცოტაკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთში დაბრუნება ყველა იმიგრანტი, რომელიც ქვეყანაში უკანონო გზით შემოსვლას ცდილობს და რომელსაც არ ეკუთვნის თავშესაფარი…

onalem

ტესტ