fbpx
კრიმინალი

ათენის ცენტრში პოლიციამ 8 პირი დააკავა, 6 მათგანი უცხოელი იმიგრანტია

საბერძნეთის პოლიცია ათენის ცენტრში აქტიურობას არ წყვეტს. გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთი ოპერაციის შედეგად ოფიცრებმა 8 პირი აიყვანეს, საიდანაც 2 ბერძენი, ხოლო 6 იმიგრანტი მამაკაცია.

ჩხრეკისას ამოიღეს 53 გრამი ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც გასაყიდად ჰქონდათ გამზადებული.

ნარკოდანაშაულთან საბრძოლველი ოპერაციები ძირითადად ექსარხიის ტერიტორიაზე ხორციელდება.

პოლიციის ცნობით, შემოწმებები ნარკოტიკებით მოვაჭრეების გამოსააშკარავებლად უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.

onalem

ტესტ