fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ცნობილ ბერძენ ექიმს პაციენტისგან 300 ევროს ქრთამის აღების გამო 10 თვიანი პატიმრობა მიესაჯა

გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი ბერძენი ექიმი, რომელიც კატერინში მოღვაწეობს, ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

ირკვევა, რომ ოფთალმოლოგმა მოხუცს, რომელსაც გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროებოდა, 300 ევრო მოსთხოვა იმისთვის, რომ ოპერაცია ჩაეტარებინა გაცილებით ადრე, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო, ვინაიდან მოხუცი საკმაოდ გრძელ რიგში იცდიდა.

58 წლის ექიმი ბრალდებულად სცნეს და 10 თვით მოუწევს ციხეში ჩაჯდომა. ის ამ ყველაფერს უარყოფდა და იმასაც კი ამბობდა, რომ პაციენტი იმიტომ ადანაშაულებდა, რომ მისი განადგურება სურდა, თუმცა, საბოლოოდ მხოლოდ მისი ბრალეულობა დადასტურდა.

ოფთალმოლოგს თავისუფლება 10 თვით აღეკვეთა.

onalem

ტესტ