fbpx
საბერძნეთი

“ფოფის დაკრძალვაზე Κυβωτος του Κοσμου-მ 31.000 ევრო შეაგროვა, არავის შეგვიტანია ეჭვი” – ანდრეას ცუნი

ფოფი გენიმატას მეუღლემ, ანდრეას ცუნიმ მედიასთან ისაუბრა, თუ რამდენი ევროს შეგროვება მოახერხა ორგანიზაცია Κυβωτος του Κοσμου-მ პოლიტიკოსის დაკრძალვაზე.

“ჩვენ ხალხს ვუთხარით, რომ თანხა ქველმოქმედებაში ჯობდა დახარჯულიყო და ორგანიზაციისთვის გადაეცათ. მათთვის თანხა ჩვენ არ მიგვიცია, არც კი შეგვიგროვებია, მხოლოდ ბოლოს შეგვატყობინეს, რომ შეგროვდა კონკრეტული რაოდენობა. მაშინ არ გვქონდა არანაირი მიზეზი, რომ ეჭვქვეშ დაგვეყენებინა მათი ქმედებები და ზოგადად, ეს პროცესი.

შეგვატყობინეს, რომ შეგროვებული თანხა 31.000 ევროს უდრიდა. რა თქმა უნდა, არ დაგვითვლია ფული, რომელიც იმ ყუთში იყრებოდა, რომელიც ფოფის საფლავთან ახლოს იდგა. არ გვქონდა არანაირი მიზეზი, რომ ამ ყველაფრისთვის თვალყური გვედევნებინა,” ამბობს ცუნი.

როგორც უკვე ცნობილია, მამა ანტონიოს და ორგანიზაციის კიდევ სამ წევრს აკრძალული აქვთ ორგანიზაციის შენობებთან მოახლოვებაც კი, რათა ბავშვებზე რაიმე სახის გავლენა არ მოახდინონ და გამოძიების ობიექტურ მსვლელობას ხელი არ შეეშალოს.

onalem

ტესტ