fbpx
საბერძნეთი

წარმოუდგენელი რიგები და დისკომფორტი ათენის მეტროებში ელექტრონული ბარათებისთვის

ახალი ელექტრონული სისტემის ამოქმედების პარალელურად ათენის მოსახლეობას ახალი თავის ტკივილი გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ელქტრონული ბარათების გაცემა 5 ნოემბრამდე იქნება შესაძლებელი. სწორედ ამის გამო, მეტროსადგურებში უზარმაზარი რიგები შეიქმნა.

ადამიანები საშინელ დისკომფორტს განიცდიან, ვიდრე მათი რიგი მოვა. ამჟამინდელი ინფორმაციით, გაცემულია 90, 000 ელექტრონული ბარათი. 1 ნოემბრამდე გაიცემა 25, 000 ბარათი, ხოლო საერთო ჯამში ყოველი დღის მანძილზე საშუალოდ საჭიროა გაიცეს 50, 000 ბარათი.

უმეტეს შემთხვევაში ხალხი თავის რიგს 5 საათიც კი ელოდება და მოსალოდნელია, რომ მომდევნო დღეებში ლოდინის დრო კიდევ უფრო გაიზრდება.

onalem

ტესტ