fbpx
საბერძნეთი

“ომიკრონის რეგრესი ნელდება, მე-3 დოზის მიღება უნდა გააქტიურდეს” – დიმოსთენის სარიიანის

პროფესორი, დიმოსთენის სარიიანი შეშფოთებას გამოთქვამს, ქვეყანაში ვაქცინაციის შენელებასთან დაკავშირებით და მოსახლეობას გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

“ომიკრონის შტამის გავრცელების რეგრესი შენელდა და ეს ყველაფერი ორი მიზეზით არის განპირობებული. 1 არის კლიმატური პირობები, ვინაიდან ამინდი გაუარესებულია, საკმაოდ ცივა და ვირუსის გადადების მეტი შანსია, ხოლო მეორე არის ვაქცინაციის, კერძოდ, მესამე დოზის მიღების ტენდენციის შენელება. 

თუ ჩვენ გვინდა, რომ ომიკრონმა უკან დაიხიოს, მესამე დოზის მიღება უნდა გააქტიურდეს.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში ეპიდმდგომარეობა მკვეტრად იცვლება, ეს ეხება მიკონოს, სანტორინს, თრაკისა და კრეტას,” აცხადებს სარიიანი.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის ექსპერტთა საბჭოს გაცემული აქვს რეკომენდაცია, რომ მეორე დოზის მიღებიდან 3 თვეში დასაშვებია მე-3 დოზის მიღებაც, ხოლო 1 თებერვლიდან ძალაში შევა კანონი, რომლის მიხედვითაც მეორედ აცრიდან 7 თვეში სერთიფიკატი ავტომატურად უქმდება, თუ მე-3 დოზასაც არ მივიღებთ.

onalem

ტესტ