fbpx
საბერძნეთი

ნიკოს ხარდალიასის საგანგებო გამოსვლა რამდენიმე წუთში – ახალი ზომები

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე წუთში ეთერში სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილე, ნიკოს ხარდალიასი გამოვა და საგანგებო ინფორმაციას გაავრცელებს.

აღნიშნული ეთერი არ იგეგმებოდა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ თესალონიკში ვითარება გართულდა და დღეს ჩატარებული სწრაფი ტესტებიდან ძალიან ბევრი ამოვიდა დადებითი, მთავრობა ახალ ზომებს წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ კირიაკოს მიცოტაკი ცდილობს თავიდან აირიდოს მასშტაბური კარანტინი, რისთვისაც ხარდალიასი წარადგენს მთავრობის მიერ შემუშავებულ ზომებს, რომლებიც ძალაში შევა თესალონიკში, როდოპსა და ლარისაში და როგორც ირკვევა, იმოქმედებს ერთი თვის მანძილზე.

სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებას გაგაცნობთ დეტალურად მოგვიანებით…

onalem

ტესტ