fbpx
მსოფლიო

72 წლის შემდეგ პირველი მუსულმანური ლოცვა ქრისტიანულ მონასტერში – თურქებმა ხატებს ფარდები გადააფარეს

ცნობილი გახდა, რომ თურქეთის პრეზიდენტი სტამბოლში მდებარე კიდევ ერთ ქრისტინულ მონასტერს, ხორას, რომელიც ამ დრომდე მუზეუმის სტატუსით ფუნქციონირებდა, მეჩეთად გადააკეთებს. მეტიც, ხვალ დაგეგმილია პირველი მუსულმანური ლოცვის შესრულება, 72 წლის შემდეგ.

30 ოქტომბერს მონასტერი მლოცველებს მიიღებს და უკვე მეჩეთის სტატუსი ექნება.

ირკვევა, რომ თურქებმა ქრისტიანულ ხატებს, რომლებიც კედლებზეა გამოსახული, ფარდები გადააფარეს, რათ ლოცვის შესრულებისას არ გამოჩნდეს.

ხორას მონასტერი ინახავს უნიკალურ ქრისტიანულ მოზაიკებს, ის გადაკეთდა მეჩეთად მე-16 საუკუნეში, თუმცა, 1958 წლიდან ფუნქციონირებდა როგორც მუზეუმი.

სამწუხაროდ, ერდოღანმა მისი მეჩეთად გადაკეთება მოისურვა და ხვალ, მუსულმანური ლოცვა გაისმება მონასტერში, რომელიც აგია სოფიას მსგავსად, ქრისტიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლოა.

onalem

ტესტ