fbpx
მსოფლიო

მეხანძრეს, რომელმაც 1000-მდე მიგრანტი დახრჩობას გადაარჩინა, 20 წლიანი პატიმრობა ელის

დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ მეხანძრეს, რომელმაც სიკვდილისგან ათასობით მიგრანტი იხსნა, 20 წლამდე პატიმრობა ელის. ის ხმელთაშუა ზღვაში 18 საათის მანძილზე მუშაობდა, რადგან ზარები, ნავების ჩაძირვის შესახებ, შედიოდა თითქმის ყოველ წუთში. ის თავის კოლეგებთან ერთად სრულ სიბნელეში შუა ზღვაში გადიოდა და პატარა ნავით ეძებდა ხალხს, რომელიც იხრჩობოდა.

ეს ყველაფერი 2017 წლის ივნისში ხდებოდა… ახლა კი ესპანელ მიგელ როლდანს იტალიის ხელისუფლება ადამიანების გადარჩენას ედავება და ბრალს იქიდან გამომდინარე უყენებს, რომ იმ ღამეს რომმა ოფიციალური ნებართვა არ გასცა, რომ მიგრანტები წყლიდან ამოეყვანათ. ის კი მათ წინააღმდეგ წავიდა.

აღმოჩნდა, რომ უკიდურესად დიდი ჰუმანიზმისა და ალტრუიზმის გამოვლინებისთვის მეხანძრე 20 წლით ციხეში უნდა ჩაჯდეს.

“ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის გამო ციხეში ერთი წუთით ჯდომაც კი ძალიან დიდი დროა,” ამბობს თანამედროვე გმირი.

როგორც ცნობილია, როლდანის შემთხვევის ბერძნული სასამართლოს მიერ განხილვის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა რაიმე გამოსავლის მონახვა, მაგრამ მას იტალიის სასამართლოსთან აქვს საქმე. რაც მდგომარეობას ამძიმებს არის ის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინია.

გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წელს ხმელთაშუა ზღვაში 3.116 იმიგრანტი დაიხრჩო, როდესაც ზღვის გადალახვას ცდილობდნენ. მათგან უმეტესობა, 2.832 ადამიანი, სწორედ იმ ნაწილში დაიღუპა, სადაც მიგელ როლდანი ძალებს არ იშურებდა და ყველაფერს აკეთებდა მათ გადასარჩენად. როგორც ამბობს, მხოლოდ ნახევარის გადარჩენა შეძლო…

onalem

ტესტ