fbpx
მსოფლიო

თურქეთში, ერდოღანის დიქტატორად მოხსენიების გამო, ვიკიპედია დაბლოკეს

თურქეთის ხელისუფლებამ ონლაინ–ენციკლოპედია „პიკიპედიაზე“ ქვეყნის მასშტაბით ყველანაირი საშუალებით წვდომა აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტის მონიტორინგის საზოგადოება Turkey Blocks–მა გაავრცელა.

ტელეკომპანია CNN Turk–ის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება თურქეთის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კავშირგაბმულობის საბჭომ მიიღო.

ვიკიპედიის დაბლოკვის მიზეზები არ სახელდება.

დღეს, დილის 8 საათიდან ვიკიპედიის ყველა ენობრივ ვერსიაზე შეზღუდვაა.

17 აპრილს გამჟღავნდა, რომ დაუდგენელმა მომხმარებელმა ვიკიპედიის ინგლისურენოვან ვერსიაში ერდოღანის შესახებ ატვირთული სტატია შეცვალა.

„რეჯეპ ტაიპ ერდოღანი – თურქი დიქტატორი, რომელსაც 2014 წლიდან ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობა უკავია“, – ნათქვამი იყო შეცვლილ ტექსტში.

16 აპრილს თურქეთში რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის შედეგებსაც ქვეყნის ისტორიაში გარდამტეხ ეტაპად მიიჩნევენ. თურქეთი საპარლამენტო რესპუბლიკიდან საპრეზიდენტო ქვეყნად გარდაიქმნება.

რეფერენდუმზე მიღებული შესწორებები, რომლებიც კონსტიტუციაში შევა, ერდოღანს პრეზიდენტის პოსტზე 2019 წლამდე ყოფნის შესაძლებლობას აძლევს.

onalem

ტესტ