fbpx
კრიმინალი

ბერძენმა პოლიციელმა მამაკაცი სცემა, გააშიშვლა, ხელბორკილები დაადო და მიატოვა

ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ 29 წლის მამაკაცი 39 წლის პოლიციელის მეგობარ გოგონასთან ურთიერთობის გაბმას ცდილობდა. ეს კი ძალიან ძვირად დაუჯდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელის სასამართლო პროცესი გუშინ შედგა, რის შედეგადაც 27 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

როგორც სასამართლოზე ითქვა, 2013 წლის თებერვალში პოლიციის ოფიცერმა 29 წლის ბიჭი გაიტაცა, წაიყვანა უკაცრიელ ადგილას, სცემა, შემდეგ გააშიშვლა და ხელბორკილებიანი, ამ მდგომარეობაში მიატოვა.

ახალგაზრდა მამაკაცი მწყემსმა იპოვა და ვოლოსის საავადმყოფოში გადაიყვანა.

როდესაც ცნობილი გახდა, რომ ამ ყველაფრის ჩამდენი აღნიშნული პოლიციელი იყო, ის დააკავეს, მაგრამ თავად პოლიციის შტაბმა მისი გათავისუფლების ბრძანება გასცა.

მიუხედავად ამისა, 39 წლის ოფიცერი მაინც დააკავეს. ის ციხეში 27 თვეს გაატარებს, ბრალად კი ადამიანის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება და უკანონოდ დაკავება ედება.

onalem

ტესტ