fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: დამლაგებელ ქალს ოჯახიდან მოპარული ძვირფასეულობა სახლში უპოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციამ დააკავა ქალბატონი, რომელიც კოზანში, ერთ-ერთ ოჯახში დამხმარედ მუშაობდა და სახლს ალაგებდა. როგორც ირკვევა, მან სამსახურის დაწყებისთანავე ნელ-ნელა მცირე რაოდენობის თანხის და სამკაულების მოპარვა დაიწყო.

კერძოდ, სახლის პატრონმა მამაკაცმა შენიშნა, რომ იქიდან რაღაცები ქრებოდა, სწორედ ამიტომ კონკრეტულ ადგილას 70 ევრო დადო, რათა ენახა, მოიპარავდა თუ არა მას ქალი. დამლაგებელმა მაშინვე მოხერხებულად აიღო მთლიანი თანხა, რის შემდეგაც მამაკაცმა დაუყოვნებლივ პოლიციაში დარეკა.

ჩხრეკის შედეგად ქალს სახლიდან მოპარული 2.500 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა აღმოუჩინეს და გაირკვა, რომ საერთო ჯამში 470 ევრო ჰქონდა აღებული.

კუთვნილი ნივთები პატრონს დაუბრუნდა, დამლაგებელ ქალს კი მრავალჯერადი ძარცვის ბრალდებით გაასამართლებენ.

onalem

ტესტ