fbpx
საბერძნეთი

ფილიპინელი მამაკაცი ათენის ცენტრალურ პარკში ხანძრის გაჩენას გეგმავდა – ამოღებულია 8 ცეცხლგამჩენი მოწყობილობა

სახანძრო სამსახურის თანამშრომლები თვალებს არ უჯერებდნენ, როდესაც ათენის ცენტრში, “პედიო ტუ არეოს” ცენტრალურ პარკში 8 ცეცხლგამჩენი მოწყობილობა იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ფილიპინელი მამაკაცი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე დიდ საჯარო პარკში ხანძრის გაჩენას გეგმავდა.

უცნობია, მისი ქმედებების მოტივი, მაგრამ წინასწარი ცნობებით, ფილიპინების მოქალაქეს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

როგორც ატიკის რეგიონალური გუბერნატორი, გიორგოს პატულისი აცხადებს, დამნაშავე სამაგალითოდ დაისჯება, რათა მსგავსი ინციდენტები არ განმეორდეს.

მამაკაცზე ეჭვი ადგილობრივებმა მაშინ მიიტანეს, როდესაც პარკში საეჭვო გადაადგილება შენიშნეს და დაახლოებით 16:30 საათზე სახანძროში დარეკეს.

 

onalem

ტესტ