fbpx
საბერძნეთი

სოტირის ციოდრასის ეკრანზე დაბრუნება აუცილებელი გახდა – დღეს პროფესორი ხარდალიასთან ერთად იქნება

სამწუხაროდ, საბერძნეთში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სოტირის ციოდრასი ეკრანებზე ბრუნება. როგორც მედია იუწყება, ცნობილი პროფესორი დღეს ნიკოს ხარდალიასთან ერთად გამოვა პირდაპირ ეთერში და განცხადებებს გააკეთებს.

ხარდალიასი უკვე მეორე კვირაა, რაც პირდაპირ ჩართვებს მართავს და ამბობდა, რომ ციოდრასის გამოჩენა საჭირო არ იყო, თუმცა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები მატულობს, როგორც ჩანს, მსოფლიო დონის ინფექციონისტის გამოსვლა აუცილებლობად იქცა.

ჯანდაცვის სამინისტროდან პირდაპირი ეთერი 18:00 საათზე შედგება.

onalem

ტესტ