fbpx
საზოგადოება

პილოტის დედა სიამაყით უყურებდა შვილის ფრენას და უცებ დაინახა, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა – ავიაკატასტროფის დეტალები

როგორც უკვე ცნობილია, სერესის სოფელ პროტიში ერთძრავიანმა თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა და დასახლებულ ადგილას ჩამოვარდა. მას 19 წლის ბიჭი მართავდა, რომელიც, როგორც გაირკვა, პილოტის პროფესიას ეუფლებოდა და საცდელ ფრენებს ასრულებდა.

საბედნიეროდ, ახალგაზრდა სიკვდილს გადაურჩა, თუმცა, ამ ამბის მეორე ტრაგიკული ფიგურა მისი დედაა, რომელმაც ყველაფერი დაინახა. ირკვევა, რომ ქალი თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან 100 მეტრში, აფთიაქში მუშაობს. ის უყურებდა, როგორ მართავდა მისი ვაჟი მცირე ზომის თვითმფრინავს და სიამაყით იყო აღვსილი. რამდენიმე წუთში კი დაინახა, როგორ დაიწყო ვარდნა და საბოლოოდ კატასტროფა განიცადა. რა თქმა უნდა, ქალი პანიკაში ჩავარდა და მაშინვე გამოიქცა აფთიაქიდან, იმედოვნებდა, რომ შვილს რაიმეს უშველიდა.

როგორც ადგილობრივი მერი ამბობს, ნამდვილი სასწაულია, რომ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყვა. ახალგაზრდა პილოტი საავადმყოფოში ტაქსის საშუალებით დაუყოვნებლივ გადაიყვანეს, რადგან სასწრაფო დახმარების მანქანას 50-55 კილომეტრის გზა მაინც უნდა გაევლო სოფლამდე მისასვლელად.

სოფლის მოსახლეობის თქმით, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც 19 წლის ბიჭი თვითმფრინავს მართავდა, ის ხშირად დაფრინავდა სოფლის თავზე, რადგან ეს მისი სწავლების შემადგენელი ნაწილი იყო და პირველი კურსი უკვე დასრულებული ჰქონდა. მიუხედავად ამისა, კატასტროფას სწორედ მის გამოუცდელობას უკავშირებენ.

onalem

ტესტ