fbpx
საზოგადოება

ატიკის გენერალურმა გუბერნატორმა მეუღლესთან კონტაქტი გაწყვიტა – მარინა პატული პირდაპირ ეთერში ტირის

გიორგოს და მარინა პატულის ამბავი მედიის აქტიური განხილვის საკითხია. როგორც ირკვევა, ატიკის რეგიონალურმა გუბერნატორმა მეუღლესთან კონტაქტი სრულიად გაწყვიტა და ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

მარინა პატული აცხადებს, რომ არც კი იცის სად ცხოვრობს მისი მეუღლე და უკვე ორი თვეა, რაც მასთან დაკავშირებას ცდილობს.

“ერთ მშვენიერ საღამოს გამომიცხადა, რომ უნდოდა მარტო დარჩენილიყო, რომ გონება დაემშვიდებინა. მას შემდეგ არც კი გვისაუბრია. გიორგო ჩემი ცხოვრების მამაკაცია, ახლა სიკვდილს გავდივარ და ეს ცოცხალი სიკვდილი გაცილებით უარესია. 35 წლის მანძილზე შეიძლება არსებობდეს მესამე პირი, მაგრამ ეს არ მადარდებს, ოჯახი ყველაზე მაღლა დგას. ყველაზე დიდი ძალადობა არის დუმილი. რატომ? მინდა ეს გავიგო,” ამბობს მარინა პატული.

თავად გუბერნატორი კი ჟურნალისტის კითხვას ასე პასუხობს:

“მუდმივად ვიმყოფები შეხვედრებზე ჯანდაცვის მინისრთან, კორონავირუსთან დაკავშირებულ თემებზე. ყველაფერი დანარჩენი პირადულია. მადლობთ,” აცხადებს პატული.

onalem

ტესტ