fbpx
საზოგადოება

მძიმე პირობები საბერძნეთის სკოლებში: როგორ სხედან ბავშვები პლედებით საკლასო ოთახებში

მაკედონიის სკოლებში საკმაოდ რთული მდგომარეობაა. ბერძნული მედია ავრცელებს კადრებს კავალას სკოლიდან, სადაც ბავშვები საკლასო ოთახებში პლედებით სხედან.

როგორც ჩანს, სკოლებში იძულებულნი არიან, რომ საკლასო ოთახების ფანჯრები ღია მდგომარეობაში შეინარჩუნონ, ვინაიდან ეს კოვიდის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული ერთ-ერთი ზომაა. ამ ყველაფრის პარალელურად კი, არსებული ტემპერატურის ფონზე ოთახებში ჯდომა გაუსაძლისია.

სკოლებში გათბობა ჩართულია და ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს, თუმცა, ღია ფანჯრებში, სამწუხაროდ, ბავშვების გასათბობად ეს არ კმარა. სწორედ ამიტომ მათ გადაწყვიტეს, რომ პლედები სახლებიდან მიეტანათ, რომ როგორმე გაძლებადი გახდეს გაკვეთილებზე დასწრება.

onalem

ტესტ