fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ექიმებმა მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინეს და ახლა მათ უჩივის

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა პატრაში მოხდა. მამაკაცი რიოს საუნივერსიტეტო საავადმყოფოს პერსონალს უჩივის.

ირკვევა, რომ ის საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს. კორონავირუსით იყო ინფიცირებული და იმდენად კრიტიკული ვითარება იყო, რომ რეანიმაციაში მოათავსეს და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად, მიუხედავად იმისა, რომ იმედები ძალიან მცირე იყო.

საბოლოოდ პაციენტი გამოჯანმრთელდა და რეანიმაციიდანაც გამოვიდა. ცხადია, ექიმების ძალისხმევისა და დიდი ყურადღების შედეგად.

საოცარია, მაგრამ იგივე პაციენტი თითქმის ყველა ექიმსა და ექთანს უჩივის, რომელიც საავადმყოფოში მუშაობს, რომ მისი მკურნალობა არასათანადოდ წარმართეს და ტრაქეოტომია ჩაუტარეს.

”ჩვენ გადავარჩინეთ სიკვდილს და ახლა ისევ ჩვენ გვიჩივის,” ამბობენ ექიმები.

onalem

ტესტ