fbpx
კატეგორიის გარეშე

საბოლოო გამომშვიდობება მიკის თეოდორაკისთან და საბერძნეთის ატირებული პრეზიდენტი

დღეს დიდებულ მუსიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს, მიკის თეოდორაკის პირეადან კრეტაზე, ხანიაში გადაასვენებენ, სადაც ხვალ მისსავე სოფელში, მამისა და ძმის გვერდით დაკრძალავენ.

დღეს შუადღის 14:00 საათისთვის აგიოს ელეფთერიუს ეკლესიაში პარაკლისი შედგა და მუსიკოსს საბოლოოდ გამოემშვიდობა ათენი. ცხადია, ამ პროცესს დაესწრნენ პოლიტიკოსები, მათ შორის ალექსის ციპრა, ფოფი გენიმატა, კირიაკოს მიცოტაკი და ეკატერინი საკელაროპულუ. საბერძნეთის პრეზიდენტმა პარაკლისზე ცრემლი ვერ შეიკავა.

მაღალჩინოსნები სიტყვით გამოვიდნენ თეოდორაკისთვის პატივის მისაგებად და ყველაფერ იმის აღსანიშნავად, რაც დიდებულმა ბერძენმა საკუთარ ქვეყანას მოუტანა.

იხილეთ კადრები:

onalem

ტესტ