fbpx
კატეგორიის გარეშე

სასწაული საბერძნეთში: ხანძარი გაჩნდა და სასწაულმოქმედი ხატი უვნებელი იპოვეს

აგიოს ათანასიოს ეკლესიიდან სასწაულმოქმედი ხატი და ორი ჯვარი ზუსტად 9 დღის წინ მოიპარეს. შემთხვევა კრეტაზე, ირაკლიოში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ეკლესიის კარი გატეხეს და სასწაულმოქმედი ხატი, ორ ჯვართან ერთად მოიპარეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხატი სრულიად შემთხვევით, ქლიავის ხეებს შორის იპოვეს, თუმცა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხანძარი გაჩნდა.

ორმა მაცხოვრებელმა ცეცხლი დაინახა და ადგილის შესამოწმებლად მივიდა. დამწვარ ხეებს შორის კი მბრწყინავი ნივთი შენიშნეს, რომელიც მოპარული სასწაულმოქმედი ხატი აღმოჩნდა.

მღვდელი, ფოტის არვანიტიდისი ამბობს, რომ ეს ნამდვილი სასწაულია, რადგან ხატი ხეებს შორის, შუა ცეცხლში იდო და არანაირი დაზიანება ან ნაკაწრი არ აქვს.

აგიოს ათანასიოს ეკლესია ხშირად ხდება მძარცველთა სამიზნე, რომლებიც ძირითადად სანთლებისთვის დატოვებულ ფულს იპარავენ.

onalem

ტესტ