fbpx
კრიმინალისაზოგადოება

“ბოლო მომენტამდე ებრძოდა საკუთარ მკვლელს” – პაკისტანელს, რომელსაც ეძებენ, 17 წლის გოგოს სახლის გასაღები ჰქონდა

პერისტერში 17 წლის გოგონას მკვლელობის ამბავმა საზოგადოება შეძრა. არსებული ცნობებით, ინციდენტს წინ უძღვოდა ჩხუბი თავის პაკისტანელ შეყვარებულთან, რომელიც ამ დროისთვის მიმალვაშია და მას პოლიცია ეძებს.

გოგონას ცხედრის ექსპერტიზა ბატონმა გიორგოს დილერნიამ ჩაატარა, რომელიც პირველ ცნობებს ავრცელებს შესაძლო სცენარის შესახებ. როგორც ირკვევა, მას აღენიშნება დაზიანებები, აბრაზიები ცხვირისა და პირის არეში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ვიდრე ასფიქსიით გარდაიცვლებოდა, მკვლელი მას ხელებს, შესაბამისად, ფრჩხილებს აჭერდა სახეზე, შედეგად კი ეს დაზიანებები გამოიწვია, ასევე, აქვს სისხლჩაქცევენბი ხელებზე. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ 17 წლის ბერძენი გოგო ბოლო წუთამდე უწევდა წინააღმდეგობას თავდამსხმელს, თუმცა, საბოლოოდ, მის წინაშე უძლური აღმოჩნდა.

როგორც ცნობილი გახდა, პაკისტანელ მამაკაცს მისი სახლის გასაღები ჰქონდა და ხშირად რჩებოდა ხოლმე მასთან. საბედისწერო დღეს, როდესაც შუადღის 4 საათზე გოგონას დედა და და სახლიდან გავიდნენ, პაკისტანელი მივიდა და 6 საათის შემდეგ კონტაქტზე აღარ გამოდიოდა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ სახლში მისულიყვნენ, სადაც მძიმე სურათი დახვდათ.

პოლიცია პაკისტანელ მამაკაცს ამ დრომდე ეძებს.

onalem

ტესტ