fbpx
საზოგადოება

1.000-დან 1.500 ევრომდე ერთი ბილეთი – “ოქროს” სკამები ანტონის რემოს კონცერტზე

ანტონის რემო ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბერძენი მომღერალია, თუმცა, საინტერესოა, თუ კონკრეტულად რა ღირს დაესწრო ღონისძიებას, მისი მონაწილეობით მიკონოსზე, კერძოდ ნამოს სანაპიროზე. როგორც ბერძნული მედია იუწყება, “ოქროს” სკამის ფასი 1.000 ევროდან იწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტში, რომელიც გასულ ღამეს გაიმართა, ასევე მონაწილეობდა მისი ეგვიპტელი კოლეგა, ამრ დიაბი და საერთო ჯამში, 1.000 და 1.500 ევროიანი “ბილეთები” საღამოსთვის 1.200-მა სტუმარმა შეიძინა. ფასი იმაზე იყო დამოკიდებული, თუ რომელ მაგიდასთან მოისურვებდნენ დასხდომას.

კონცერტზე დასასწრებად საოცარი მოთხოვნა იყო… ტურისტული სააგენტოები და სასტუმროების მენეჯმენტის წარმომადგენლები იუწყებიან, რომ ძალიან ბევრ ადამიანს უთხრეს უარი იმის გამო, რომ ფიზიკურად ადგილი არ არსებობდა მათ დასაბინავებლად.

 

onalem

ტესტ