fbpx
საზოგადოება

“შემეძლო, რომ უკეთესი მამა ვყოფილიყავი. როცა ვჭირდებოდი, შვილებისთვის დრო არ მქონდა” – სტელიოს როკოს

ცნობილმა და უნიჭიერესმა მომღერალმა, სტელიოს როკომ ტელეკომპანია Μega-ზე, გადაცემაში “Πάμε Δανάη” ისაუბრა საკუთარ წარსულზე, მეუღლესა და იმაზე, თუ რას ნანობს ყველაზე მეტად.

“ლიმნოსზე ბევრი არაფერი შეცვლილა. არ გვქონია ინფიცირების ბევრი შემთხვევა ამ პერიოდში. არ ჩავკეტილვართ სახლებში, რათა ვირუსი არ გაგვევრცელებინა. როგორც ვცხოვრობდი ლელესთან ერთად იქამდე, ისე ვცხოვრობთ ახლაც.

მე ცხოველები ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემი მეუღლე გადამეტებულად არის შეყვარებული. ვცხოვრობთ 34 ცხოველთან ერთად. არჩევანის წინაშე რომ იდგეს, ჩემსა და ცხოველებს შორის, აუცილებლად მეორეს აირჩევდა.

ცხოვრებაში ძალიან ბევრ რამეს ვნანობ. შემეძლო, რომ ბევრად უკეთესი მამა ვყოფილიყავი. სულაც არ ვარ ამით ბედნიერი. როდესაც ადამიანს აქვს ნიჭი და მთლიანად დებს საკუთარ თავს ამ სფეროში, არ შეუძლია იყოს ისეთივე კარგი კიდევ სხვა რამეში. ახლა ჩემს შვილებს აღარ ვჭირდები, უკვე თავიანთი ცხოვრება აქვთ, მაგრამ როცა ვჭირდებოდი, დრო არ მქონდა მათთვის,” ამბობს გულწრფელად მომღერალი.

onalem

ტესტ