fbpx
საზოგადოება

მამაკაცი, რომლის მაშხალამაც 53 წლის ოპერატორი მოკლა, შოკურ მდგომარეობაშია

კალამატაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა. დაკავებული იყო 7 ადამიანი, თუმცა, გამოიკვეთა კონკრეტულად ერთი პირის ბრალეულობა, რომლის მიერ გასროლილი მაშხალაც 53 წლის ოპერატორისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ ის იმ დროს მიმდინარე მოვლენებს პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

გარდა იმისა, რომ საზოგადოება კოსტას თეოდორაკაკისის გარდაცვალებამ შეძრა, მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია 62 წლის მამაკაციც, რომლის მიზეზითაც ინციდენტი მოხდა.

როგორც ის ამბობს, ამ ყველაფერს 50 წელია აკეთებს და არცერთხელ არავინ დაუზიანებია.

“62 წლის ვარ და 50 წელია, რაც ამ ტრადიციაში ვიღებ მონაწილეობას. არცერთი ინციდენტი არ მომხდარა ჩემი მიზეზით. არ შემიძლია დავიჯერო, რომ ის ჩემი მაშხალით მოკვდა,” ამბობს ბრალდებული.

ბედის ირონიაა, რომ მამაკაცი აღადგომამდე რამდენიმე დღით ადრე ტელევიზიით გამოვიდა და ინტერვიუში ამბობდა, რომ იმედი ჰქონდა, ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლიდა.

აღსანიშნავია, რომ მაშხალებით ბრძოლის ტრადიცია სათავეს 1821 წლიდან იღებს, თუმცა, უსაფრთხოების ზომების დაცვა, სამწუხაროდ, არავის უცდია.

62 წლის მამაკაცს პარასკევს გაასამართლებენ.

onalem

ტესტ