fbpx
საზოგადოება

წვიმა და ჭექა-ქუხილი ათენის ცენტრში – როგორი ამინდი იქნება დღეს საბერძნეთში?!

აღდგომის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით საგრძნობლად დათბა და ძირითადად მზიანი ამინდია, თუმცა, ბერძენი სინოპტიკოსები დღეს ნალექს გვპირდებიან, როგორც ათენში, ასევე ქვეყნის დანარჩენ ნაწილში.

კერძოდ, ფენომენი განსაკუთრებით აქტიური მთიან რეგიონებში იქნება. მიუხედავად მცირე, პერიოდული წვიმებისა, საბერძნეთში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.

მოსალოდნელია მცირე მოღრულულობა და ნალექი, წვიმის სახით, შუადღის საათებში. ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი კრეტას მთიან რეგიონებში და ჩრდილო-აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე.

რაც შეეხება ათენს, დედაქალაქში საღამოს საათებში ნავარაუდევია მცირე წვიმა და შტორმი, თუმცა, შუადღემდე მზიანი ამინდი იქნება. ტემპერატურა 12-დან 23 გრადუსამდე იმერყევებს.

რაც შეეხება თესალონიკს, ჰაერი აქაც 23 გრადუსამდე გათბება, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი, 4-5 ბალის სიძლიერის და წვიმა მოსალოდნელია საღამოს საათებში, განსაკუთრებით მთიან რეგიონების გარშემო.

პარასკევის პროგნოზი

onalem

ტესტ